მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს
ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„პერიოდულად ხან ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ კრიტიკული განცხადებებით საქართველოს მიმართ, ხან პოლონეთი. მათთვის არ კმარა მხოლოდ ორი ტელევიზია, ახლა „რუსთავი 2“-იც შეიტანეს სიაში. კიდევ გრძელდება შეტევა ქვეყნის მედიაზე და ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს. ისინი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან და დოკუმენტის გაზიარებას ევროპარლამენტს სთხოვენ.

თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვებინარი თემაზე „ემპათიური კლასი - როგორ უზრუნველვყოთ მხარდამჭერი გარემო სკოლაში“

ვებინარი თემაზე „ემპათიური კლასი - როგორ უზრუნველვყოთ მხარდამჭერი გარემო სკოლაში“

იმედი

საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

საქპატენტის წარმომადგენლებმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს

იმედი

დავით ქართველიშვილი დანიის არჩევნებზე: დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის

დავით ქართველიშვილი დანიის არჩევნებზე: დანია შედის პერიოდში, როდესაც მისი პოლიტიკა განისაზღვრება არა იმდენად შიდა კონსენსუსით, რამდენადაც საჭიროებით, მანევრირება მოახდინოს გარე ძალებს შორის

იმედი

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი