მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია: ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი
გიორგი გაბუნია: ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი

გიორგი გაბუნია: ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი

იმედი|imedinews.ge

ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი. ეს არის ეკლესიის გადასაწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესია იყოს დამოუკიდებელი,- განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში" ახალი პატრიარქის არჩევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეკლესიის დამოუკიდებლობა პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესია და ვისაც ქვეყანა უყვარს ამით არის დაინტერესებული, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ამ პროცესში გარკვეული პოლიტიკური სარჩულები გამოიყენონ არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი.

„ჩვენი ეკლესია გახლავთ ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესია და ის იმართება სინოდალური მმართველობით. ჩვენი ეკლესიის წინაშე მდგარ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სინოდი. ის, რომ არსებობს სინოდალური მმართველობა, ეს გახლავთ ერთგვარი მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკლესია არის დამოუკიდებელი საკუთარ საქმიანობაში, გადაწყვეტილებაში. ვისაც გამოარჩევს სინოდი და ღმერთი როგორც ინებებს ის იქნება ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი. ეს არის ეკლესიის გადასაწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესია იყოს დამოუკიდებელი . ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესი. ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს ამით ვართ დაინტერესებული. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ამ პროცესში გარკვეული პოლიტიკური სარჩულები იქნას გამოყენებული არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. ეს არის პროცესი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია ღირსეულად, მშვიდად, დამოუკიდებლად, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას, ეკლესიას და საზოგადოებას ეკადრება მიიღებს და ისე გავივლით ამ პროცესს“,- აღნიშნა გაბუნიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

იმედი

ზელენსკი: უკეთესი იქნება, თუ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ლიდერების დონეზე წარიმართება

ზელენსკი: უკეთესი იქნება, თუ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ლიდერების დონეზე წარიმართება

იმედი

13 აპრილიდან საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

13 აპრილიდან საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

იმედი