მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიძინა გიორგობიანი ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძის განცხადებებზე: უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას - „ნაცმოძრაობას“ აკრძალავს. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით
ბიძინა გიორგობიანი ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძის განცხადებებზე: უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას - „ნაცმოძრაობას“ აკრძალავს. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით

იმედი|imedinews.ge

უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას - „ნაცმოძრაობას“ აკრძალავს. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი, გიორგი ვაშაძისა და ნიკა გვარამიას განცხადებას.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის ხელისუფლებაში მობრუნებისთვის ემზადება. ანალოგიური განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამაც: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.

ბიძინა გიორგობიანი ვაშაძეს და გვარამიას ურჩევს სხვა პროფესია მოძებნონ, ვინაიდან ისინი, როგორც პოლიტიკოსები განულებულები არიან.

„მე ვფიქრობ, რომ ეგენი უფრო უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრძალავს და დამთავრდება ეს რაღაც ქოლგასავით რომ გაიშლებიან და შეიკვრებიან წელიწადში რამდენჯერმე. მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია სრული კრახით.

მათი პოლიტიკური რეიტინგი არის პლინთუსს ქვემოთ. მათ არანაირი პერსპექტივა არა მარტო ხელისუფლებაში მოსვლის არ აქვთ, არამედ არ გააჩნიათ არავითარი პერსპექტივა არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათი ერთადერთი პერსპექტივა არის ის, რომ შეინანონ, მოუხმონ საკუთარ თავს და რაღაც პროფესია შეიძინონ ისეთი, რითაც შეუძლიათ თავი ირჩინონ მომავალში“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

იმედი

საჩინოში ახალი საექიმო ამბულატორია შენდება

საჩინოში ახალი საექიმო ამბულატორია შენდება

იმედი

ტრამპი: ეს იყო გამოცდა ნატოსთვის, ეს იყო შემოწმება იმისა, დაგვეხმარებოდით თუ არა - ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ

ტრამპი: ეს იყო გამოცდა ნატოსთვის, ეს იყო შემოწმება იმისა, დაგვეხმარებოდით თუ არა - ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ

იმედი

კაია კალასი უკრაინაზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ: ეს არასწორი მიდგომაა

კაია კალასი უკრაინაზე აშშ-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ: ეს არასწორი მიდგომაა

იმედი