
ბიძინა გიორგობიანი: ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა
ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან მიმდინარეობს ქრისტიანული სარწმუნოების დევნა და ქრისტიანულ ეკლესიას მის წინააღმდეგ დევნის მოგერიების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს , - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.
მან ახალი პატრიარქის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიზებულია იმ ძალების მიერ, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებას აფინანსებდნენ და აპროვოცირებდნენ. მისი თქმით, ეს ის ძალებია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სისტემატურად ებრძოდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და დღეს ეს ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა.
გიორგობიანი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ ძალებმა ახალი პატრიარქის არჩევნების შედეგები არ აღიარონ, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქართველი ერი ეკლესიის ერთიანობას დაიცავს.
„მინდა, მთელი საქართველოს და პირველ რიგში ამ ადამიანების გასაგონად ვთქვა, რომ ის, რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობებისაც, ის, რა ერთიანობაც აჩვენა ქართველმა ხალხმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ისეთივე ერთიანობა იქნება საქართველოს ეკლესიის გარშემო. ასეთივე ერთიანობით, ერთგულებით და ერთი სულისკვეთებით დაიცავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას ქართველი ერი და ამას წყალი არ გაუვა. ეს ნამდვილად ასე იქნება“, - განაცხადა გიორგობიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge