შალვა პაპუაშვილი: ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა

შალვა პაპუაშვილი: ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა

იმედი|imedinews.ge

თვითონ ესტონეთები, ლატვიები და ლიტვები 50-50 კაცით იყვნენ ავღანეთში და ჩვენ 1500-ით ვიყავით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს ნატოს მხრიდან,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით. არცერთი ნატოელი ჯარისკაცი დღეს უკრაინაში არ იბრძვის მიუხედავად იმისა, რომ „ნატოს" ევროპული ნაწილი სწორედ ამას ამბობს, რომ უკრაინა იცავს მათ და ის არის წინა ხაზი.

ნატოსაგან ინტეგრაციაში ყველაზე ძლიერად არის უკრაინა, რომელიც დღეს ნატოს ქვეყნებს იცავ ისე, რომ მათთან ბუზიც ვერ შეფრინდება იმის გამო, რომ უკრაინა ღვრის სისხლს. ამ ინტეგრაციის დონეს როგორ პასუხობს ნატო და რამდენად მზადაა, რომ თავისი სიტყვა შეასრულოს და მიიღოს ნატოში მე მგონი, ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ასე, რომ ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს - იმაზე იფიქროს, 2008 წლიდან მოყოლებული რა მდგომარეობაში ჰყავდა საქართველო და უკრაინა. ცარიელ დაპირებებზე ვიყავით, რისკში ვიგდებდით საკუთარ თავს და ამის სანაცვლოდ არაფერი ხდებოდა. ვნახეთ კიდეც, ამის ფასი რა იყო. არცერთი ნატოელი ჯარისკაცი დღეს უკრაინაში არ იბრძვის მიუხედავად იმისა, რომ „ნატოს" ევროპული ნაწილი სწორედ ამას ამბობს, რომ უკრაინა იცავს მათ და ის არის წინა ხაზი, მაგრამ არცერთი ნატოელი ჯარისკაცი უკრაინაში არ იბრძვის.

ესაა ამ თანამშრომლობის შედეგი. რაც ნატოს ქვეყნებს სჭირდებათ, არაფერს იკლებენ, რაც ზედმეტი აქვთ, იმას შეიძლება აძლევენ. ვნახეთ გერმანელი კანცლერის განცხადება, რომ ახლა „ტაურუსები" ჩვენ გვჭირდება და ვეღარ მივცემთო. დღეს უკრაინა ომობს იმისთვის, რომ „ნატოში" გაწევრიანდეს, მაგრამ შედეგი რაც არის, კარგად ვხედავთ. პრობლემა არის ნატოში და არა სხვებში, მათ შორის ამერიკასთან დაკავშირებითაც. თქვენ ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ნატოსთვის, ნატო არაფერს აკეთებს შტატებისთვის.

ასევე ჩვენც შეგვიძლია იგივე ვთქვათ. იმის ფონზე რაც საქართველომ გააკეთა ნატოსთვის მათ სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით, თვითონ რომ არ მიდიოდნენ ესტონეთები, ლატვიები და ლიტვები, 50-50 კაცით რომ იყვნენ ავღანეთში და ჩვენ ვიყავით 1500-ით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს. კიდევ ერთხელ, ბურთი არის სრულად ნატოს ტერიტორიაზე და თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საკუთარი ალიანსისგან",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია