
პეტრე მამრაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში პოლონელი ექსპერტის დასკვნაზე: გაიხსენეთ, როდესაც პოლონეთიდან გამოგზავნეს ექსპერტები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესწავლათ - ახლაც იგივეა. ეს უხეში დარღვევაა
გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმისთვის“ პოლონელი ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნის მიუკერძოებლობის საკითხზე ისაუბრა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ „მოსკოვის მექანიზმისთვის“ მომზადებული დასკვნა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტის ნაშრომად ჩაითვალოს, მამრაძემ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.
„გამორიცხულია. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. გაიხსენეთ სრულიად სამარცხვინო ეპიზოდი, როდესაც პოლონეთიდან გამოგზავნეს ექსპერტები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესწავლათ, ისინი მიიღეს და შემდეგ წინდაში გახვეული გაჰქონდა რაღაც მასალები, რომ დაეწერათ, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ამას კი არ მალავდნენ - ჩვენ ვაგზავნით ჩვენს მეგობართან ადამიანებს, ვინც დაეხმარება - ასეთი იყო მაშინ პოლონეთის მთავრობის განცხადება. ახლაც იგივეა. ეს არის უხეში დარღვევა, ეს არის ის, რის გამოც, ეუთო რომ ეუთობდეს, სკანდალი მოხდებოდა“, - აღნიშნა მამრაძემ.
პატრიცია გრჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად წარმოადგინა.
იმედი
წყარო: imedinews.ge