პეტრე მამრაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ეუთოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება, დღეს მთავარი მათთვის განცხადებებია - მუდმივი ხმაური იმაზე, რაც არ არსებობს

პეტრე მამრაძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ეუთოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება, დღეს მთავარი მათთვის განცხადებებია - მუდმივი ხმაური იმაზე, რაც არ არსებობს

იმედი|imedinews.ge

ეუთოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ შეიძლება მიიღო განცხადება და დღეს მთავარი მათთვის განცხადებებია - მუდმივი ხმაური იმაზე, რაც არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

კითხვაზე, „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან მხარი მხოლოდ 24-მა დაუჭირა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა აშშ-მა, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, მეზობელმა ქვეყნებმა. რაზე მიანიშნებს წამყვანი სახელმწიფოების ეს პოზიცია, მამრაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელმა სახელმწიფოებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

„ნახეთ, დოკუმენტს 57 ქვეყნიდან 33 არ აწერს ხელს, აწერს მხოლოდ 24. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ ვინმე იტყვის ამას ევროპაში?! ეუთოში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ერთიც რომ იყოს წინააღმდეგი, გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ შეიძლება მიიღო განცხადება და დღეს მთავარი მათთვის განცხადებებია - მუდმივი ხმაური იმაზე, რაც არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელმა ქვეყნებმა არ მოაწერეს ხელი. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყანა.

მინდა, მთავარი რამ ვთქვა - ყველას გვახსოვს პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლება ინიციატივას აღარ გამოიჩენს ევროკავშირთან, რომ დაიწყოს მოლაპარაკება გაწევრიანებაზე, თუმცა, თუ ისინი შემოგვთავაზებენ, დღესვე დავიწყებთ და მეორე - სამთავრობო გრანტებზე უარს ვამბობთ 2028 წლამდე. რას ნიშნავს ეს, პრემიერმა განმარტა - ამით ჩვენ შანტაჟის ბერკეტები გამოვაცალეთ ევროკავშირს, რაც ჰქონდა. ეს არის სიმართლე. ეს იყო რეალური, მატერიალური შანტაჟის ბერკეტები“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

მან ისაუბრა, თუ რამდენად ჯდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატში პარლამენტის მიერ მიღებული გამჭვირვალობის, გრანტების, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმების ულტიმატუმების დაყენება. მამრაძის თქმით, სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობაში ჩარევის ეს მცდელობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ აპატიეს, რომ ის არ არის „ენჯეო“, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გრანტი უნდა აიღოს და დავალებები შეასრულოს და რომ საქართველოს სუვერენულობაზე აქვს პრეტენზია.

„რეალური ბერკეტების გამოცლის შემდეგ მათ დარჩათ მხოლოდ განცხადებების კეთების საშუალება“, - დასძინა მამრაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია