
პეტრე მამრაძე„მოსკოვის მექანიზმზე“: იმ შანტაჟისა და ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ევრობიუროკრატიის მხრიდან ბოლო წლებია, ვხედავთ - ფაქტი სახეზეა
გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ „მოსკოვის მექანიზმი“ იმ შანტაჟის და ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა, რასაც ევრობიუროკრატიის მხრიდან ბოლო წლებია, ვხედავთ. მისი თქმით, ეს არ უნდა გვიკვირდეს.
მამრაძის განცხადებით, 90-გვერდიანი დოკუმენტის ორ დღეში შედგენა შეუძლებელია.
„რამდენიმე თვის წინ ეუთოს სამიტზე გამოვიდა შვეიცარიელი კაცი და თქვა, მე ვიყავი დამკვირვებელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, შესანიშნავად ჩატარდა, არაფერი გაყალბებულაო. ახლა ხდება ის, რომ ევროპაში ზოგიერთ ლიდერს არ აწყობდათ მმართველი პარტიის დარჩენა, ფსონს აკეთებდნენ სხვა პარტიაზე, არ გამოუვიდათ და დაიწყეს ეს კამპანია.
ეუთოს იმ მომენტში ევალებოდა, რომ შეესწავლა - დღემდე რატომ არ ამბობს არც ერთი დამკვირვებელი, რომ არჩევნები გაყალბდა. დამკვირვებელმა რომ თქვას, არჩევნები გაყალბდაო, ვალდებულია მტკიცებულება წარადგინოს. მტკიცებულებები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომ ასე უნდა მოექცნენ საქართველოს“, - აღნიშნა მამრაძემ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრის განმარტებით, 90 გვერდიანი დოკუმენტის ორ დღეში შედგენა შეუძლებელია.
იმედი
წყარო: imedinews.ge