გიორგი გამსახურდია: ჩვენი პრეზიდენტის მეუღლის, ქალბატონი თამარის ინგლისურ ენაზე გამოსვლის სამარცხვინო და ზიზღით გაჟღენთილმა დაცინვამ კიდევ დაგვანახა მათი რეალური სახე და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი არნახული ანტაგონიზმი

გიორგი გამსახურდია: ჩვენი პრეზიდენტის მეუღლის, ქალბატონი თამარის ინგლისურ ენაზე გამოსვლის სამარცხვინო და ზიზღით გაჟღენთილმა დაცინვამ კიდევ დაგვანახა მათი რეალური სახე და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი არნახული ანტაგონიზმი

იმედი|imedinews.ge

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმიანება. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ოპოზიციის მიერ „პირველი ლედის ინგლისურ ენაზე გამოსვლის ზიზღით გაჟღენთილმა დაცინვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მათი რეალური სახე და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი არნახული ანტაგონიზმი“.

„თანმიმდევრული, კონსტრუქციული და ურთიერთის პატივისცემაზე აგებული გზა გავიარეთ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. სრული ღირებულებითი და პოლიტიკური პროცესებისადმი საერთო აზრთა თანხვედრით. ამ გზაზე გადადგმულ ჩვენ ორმხრივ ნაბიჯებს, თან ერთვოდა, ნაცების ავადმყოფი, სექტანტური განშტოებების ბულინგი და ათასგვარი სიცრუის ტირაჟირება, მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ გაეუფასურებინათ ყველა ჩვენი მიღწევა და მასხარად ქცეული ბერპაპა ჯო ვილსონის ბოდვა X პოსტებით აცოცხლებდნენ თავიანთ თანამოაზრეებს. ერთ-ერთი მინდა აქ გამოვარჩიო, პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპის მეუღლის მიწვევით, ჩვენი პრეზიდენტის მეუღლის ვიზიტის დროს ქალბატონი თამარის ინგლისურ ენაზე გამოსვლის, სამარცხვინო და ზიზღით გაჟღენთილი დაცინვა, რამაც კიდევ დაგვანახა მათი რეალური სახე და ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი არნახული ანტაგონიზმი. მიუხედავად ამ ყველაფრისა პროცესი შედგა, შემდგარიც იყო თავიდან, მაგრამ არ ეჯერათ მანქურთებს რომ ვეუბნებოდი, კიდევ ლგბტქ თემის დამცველი მძინარე ჯო ეგონათ აშშ ადმინისტრაციის სათავეში. გამარჯვება საქართველოს და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, მთავარი და მაგარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით", - წერს გიორგი გამსახურდია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია