მარიამ ლაშხმა უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მარიამ ლაშხმა უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევართან შეხვედრაზე განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარს, პეტერ პალ კრანიცს შეხვდა.

შეხვედრაზე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს როლზე აღნიშნულ კონტექსტში.

საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში როგორიცაა - Stipendium Hungaricum.

ყურადღება გამახვილდა ქართველი სტუდენტების უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია