
ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოსა და მოლდოვის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტად იმყოფება მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ისკო დასენმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge