მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქადაგიშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ ფიასკო განცდილია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა
ქადაგიშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ ფიასკო განცდილია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა

იმედი|imedinews.ge

აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ ფიასკო განცდილია, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ. წავლენ ესკალაციაზე და გარედან იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალებს და მათ პატრონებს გარედან სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ გააჩინონ ესკალაციის კერა საქართველოში.

„აქ არის ჩამოყალიბებული ერთგვარი სიმბიოზი გარე და შიდა აქტორებისა, რომელთა ინტერესი არის, რომ საქართველოში, დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელსაც თვლიან, რომ მათ ინტერესებს საუკეთესოდ მოემსახურება.

აქვთ სცენარი, რომელიც მრავალჯერ გავლილია და მრავალჯერ ფიასკო განცდილია, მაგრამ სხვა რეალური ალტერნატივა არ გააჩნიათ. ამიტომ იგივე სცენარის გამეორებას ფიქრობენ. გამოაცხადეს, რომ ჩვენი მიზანია, 26 მაისს, სახელმწიფო დღესასწაულზე მოვაწყოთ გარკვეული დესტრუქცია. დესტრუქციას შეიძლება მოჰყვეს მათი გაგებით გარკვეული ესკალაცია, რომ ამას შემდგომ უკვე ე.წ. დასავლეთიდან, იმიტომ, რომ შეუძლებელია ნორმალურ დასავლეთს ასეთი სცენარები აწყობდეს, მოხდეს ისევ ლაპარაკი, რომ საქართველოში ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, დემონსტრაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ეს დაუსრულებელი წრე ატრიალონ. ანუ წავლენ შეგნებულად ესკალაციაზე და იქიდან, გარედან აქ გაჩენილი ესკალაციის კერის გაღვივებას და იმის წარმოჩენას შეეცდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. ეს არის ის გზა და ბედისწერის წრე, სადაც ოპოზიციამ თავისი თავი შეაგდო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

იმედი

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

იმედი

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

იმედი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში