მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკა სეფაშვილი ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას
ეკა სეფაშვილი ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას

იმედი|imedinews.ge

ნიშანდობლივია, რომ ისინი ცდილობენ სინოდის საქმეებში ჩარევას და გავლენის მოხდენას მომავალი პატრიარქის არჩევნებში. იმიტომ, რომ მათ სურთ ისეთი კანდიდატის შერჩევა და მხარდაჭერა, რომელიც იოლად დაემორჩილება მათ გავლენას. და რაში სჭირდებათ მათ იოლად დამორჩილებადი პატრიარქი?! იმიტომ, რომ მათ არ სურთ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული საქართველო და ღირებულებებისთვის მებრძოლი ქართველი ერი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრიმინაციულ კამპანიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს ჯგუფები ცდილობენ მოახდინონ ყველაზე მაღალი რეპუტაციის და ნდობის მქონე ინსტიტუციის დისკრედიტაცია და ამით მოიპოვონ გავლენა ქართველ ერზე.

„ვხედავთ, ისინი არა მარტო ახლა, წინა ხელისუფლების დროსაც, როგორ მიზანმიმართულად არყევდნენ და რეპუტაციას ულახავდნენ ეკლესიას. ეს არ არის მარტო ეკლესიის და ამ ინსტიტუციის როლის დაკნინება. ეს არის ზოგადად იმ ღირებულებებზე შეტევა, რომელმაც დღემდე სწორედ ეკლესიის მხარდაჭერით მოიტანა ქართველი ერი დღემდე. სწორედ ამაზე ხდება შეტევა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ის საზოგადოება, რომლისთვისაც ღირებულია ქრისტიანული მორალი, ქრისტიანული ღირებულებები, ის ასევე წარმატებით იცავს საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას. სწორედ ეს არის მათი გრძელვადიანი მიზანი და სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩარევას და მათთვის არასასურველი კანდიდატების დისკრედიტაციას და მათთვის სასურველი კანდიდატების მხარდაჭერას, რომ შემდგომში გავლენა ჰქონდეთ, რომ გააგრძელონ ასეთი დისკრედიტაცია და გააგრძელონ, როგორც ისინი იმედოვნებენ ქართულ საზოგადოებაში მორალური ღირებულებების რღვევა“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა

იმედი

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება

იმედი

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას

იმედი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში