ქადაგიშვილი პატრიარქის არჩევაზე: ვხედავთ ისეთი ძალების, პერსონებისა და ორგანიზაციების აქტიურობას, რომელთაც არანაირი შემხებლობა ეკლესიის ცხოვრებასთან არ გააჩნიათ, მაგრამ დაინტერესებული არიან, პროცესი სენსაციურობის ფონზე წარიმართოს

ქადაგიშვილი პატრიარქის არჩევაზე: ვხედავთ ისეთი ძალების, პერსონებისა და ორგანიზაციების აქტიურობას, რომელთაც არანაირი შემხებლობა ეკლესიის ცხოვრებასთან არ გააჩნიათ, მაგრამ დაინტერესებული არიან, პროცესი სენსაციურობის ფონზე წარიმართოს

იმედი|imedinews.ge

სამწუხარო სურათს ვადევნებთ თვალ-ყურს, რომ ეს დაუსრულებელი აჟიოტაჟი - ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, რაც დრო გადის და ახლოვდება შესაბამისი ვადა, უფრო და უფრო მეტი სიმძაფრით წარმოჩინდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს ისეთი ძალების, პერსონებისა და ორგანიზაციების აქტიურობას, რომელთაც არანაირი პირდაპირი შემხებლობა ეკლესიის ცხოვრებასთან არ გააჩნიათ, თუმცა დაინტერესებული არიან პროცესი რაც შეიძლება ერთგვარი სენსაციურობის ფონზე წარიმართოს.

„ამას აქვს ერთი მიზანი. გარკვეული დისკრედიტაცია მოხდეს პროცესისა ან ამ პროცესში გამოკვეთილი შესაძლო კანდიდატების გარშემო ჩამოყალიბდეს ერთგვარი ნეგატიური დამოკიდებულება. ამის უამრავი კონკრეტული მაგალითი, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ, როდესაც პატრიარქი დაკრძალული არ იყო, იმ პერიოდშიც მრავლად ვიხილეთ. ახლაც ხდება სხვადასხვა ტიპის ინსინუაციები, გარჩევა ყოველი დეტალისა, თან გარჩევა იმ პირების, ორგანიზაციების და იმდაგვარი წესით, რომელიც ემსახურება პროცესის არა მშვიდ გარემოში ჩატარებას და პროცესში იმ პირებისთვის მაქსიმალური პირობების შექმნას, რომ მათ ყოველგვარი გარე ზეწოლისა თუ არასათანადო, ზედმეტი საინფორმაციო ხმაურის გარეშე მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც მათ საეკლესიო კანონმდებლობით ეკუთვნით, რომ მიიღონ. რა თქმა უნდა, აქ მე პირველ რიგში წმინდა სინოდის წევრებზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია