„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ანრი მეტრეველი: გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები და დავეხმაროთ მათ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა სასტუმრო „პარაგრაფში“, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდების მოსმენა, მათი პრობლემების აღმოფხვრა და დახმარება.

„ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. რა საჭიროებები აქვთ მათ და რა სჭირდებათ დღევანდელ ცხოვრებაში, რომ მათთვის ცხოვრება უფრო ლაღი და ლამაზი იყოს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ პრობლემები. ამ პრობლემების შეჯამების პერიოდში, აღმოვფხვრათ ეს პრობლემები და დავეხმაროთ მათ“- განაცხადა ანრი მეტრეველმა.

ცნობისთვის, შეკვეთილში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია