მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ დასმული ირანის ელჩისთვის დასმული შეკითხვის შეფასებისას.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ ეს ზარი პროდუქტიულად შეფასდა.

„კვირა სრულდება, გარე პატრონების მორჩილებაში მყოფთაგან ქვეყნის ღალატის მცდელობა კი არა. ახლა მთავარი სამიზნე ვაშინგტონსა და თბილისს შორის გამართული სატელეფონო საუბარია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ესაუბრა. საუბარი შეფასდა, როგორც პროდუქტიული.

და სწორედ აქ იწყება ხელისუფლების ნებისმიერ ფასად შეცვლის მსურველთა ახალი პროვოკაცია. იწყება ის, რაც უკვე აღარ ჰგავს არც პოლიტიკურ ოპონირებას და არც - კრიტიკას. რადიკალური ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედიები გადადიან ზღვარს - ზღვარს, რომლის იქით უკვე სახელმწიფოს ინტერესების ფეხქვეშ გათელვაა. მათი რეაქცია ამ სატელეფონო საუბარზე არ არის უბრალოდ შეფასება. ეს არის ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ომი, რომელიც ზოგ შემთხვევაში იმდენად შორს მიდის, რომ ჩნდება განცდა - მზად არიან, ნებისმიერ გარე ძალასთან დადგნენ ერთ რიგში, ოღონდ საკუთარი სახელმწიფო დააზიანონ.

ფიქრობთ, რომ ჩემი ეს შეფასება გადაჭარბებულია? მოვუსმინოთ „ფორმულას“ წარმომადგენელს, კეზერაშვილის ხელქვეითს და საკუთარი ქვეყნის მტრობაში ნებსით თუ უნებლიედ ჩართულს, რომელიც ეთერში ირანის ელჩს რადიკალი პატრონების მიერ მომზადებულ კითხვებს უსვამს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

მისი შეფასებით, „ფორმულას“ ჟურნალისტის მიერ ირანის ელჩისთვის დასმული კითხვები თბილისის აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაშვებისა და ამ ფაქტზე ელჩის პოზიციის შესახებ, ჟურნალისტიკას არ წარმოადგენს.

„ეს არ არის ჟურნალისტიკა. ამბის გავრცელებამდე 100-ჯერ უნდა აწონო, შენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კომენტარი თუ შეკითხვა, ხომ არ დააზარალებს ადამიანებს და სახელმწიფო ინტერესებს.

რაც შეეხება ე.წ. „სკანდალურ“ თემას - თვითმფრინავს, რომელიც არ არის უცნობი ახალი ამბავი, მაგრამ საკითხავია, რატომ ხდება ეს თემა აქტუალური სწორედ ახლა? რატომ სცადეს ამ თემით სპეკულირება ახლა, როდესაც ირანში ომია, მთავრობის მეთაურსა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა პარტნიორობის გაძლიერებაზე? პასუხი მარტივია - ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, შეიქმნას დაძაბულობა, იქ, სადაც საჭიროა სტაბილურობა. აი, სწორედ ეს არის წითელი ხაზი, რომელიც დიდი ხნის წინ გადაკვეთა რადიკალურმა ოპოზიციამ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რაც უკვე ითქვა ბევრად ადრე. 2024 წელს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ საუბრობდა იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც რეგიონი დადგებოდა - ომი, ცეცხლის რკალი, გადარჩენისთვის ბრძოლა. ერთი არასწორი ნაბიჯი და შედეგი შეიძლება, იყოს გამოუსწორებელი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასება, სადაც ის ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობაზე საუბრობს, დღეს უკვე აღარ არის გაფრთხილება.

„დღეს ეს სიტყვები უკვე აღარ არის გაფრთხილება, ეს არის რეალობა, რომელსაც მსოფლიო საკუთარი თვალით უყურებს. უკრაინის ომით დამძიმებულ საერთაშორისო გარემოს ახლა დაემატა ცეცხლი ახლო აღმოსავლეთში.

და ასეთ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს მხოლოდ ერთ რამ მოეთხოვება - უკიდურესი სიფრთხილე, ხელისუფლებას კი სიფრთხილესთან ერთად, პრაგმატიზმი და პოლიტიკური ინტელექტი. ცეცხლის რკალში ცხოვრება ისე, რომ ეს ცეცხლი შენ არ მოგედოს არის პასუხისმგებლობა, სადაც შეცდომის დაშვება ნიშნავს ომს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

იმედი

ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ

ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ

იმედი

თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი