ლევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები

ლევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები

იმედი|imedinews.ge

არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები. დეკლარაციები ივსება, მაგრამ ლოგიკურია, რომ არ საჯაროვდება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ეს არის ცრუ აჟიოტაჟი იქიდან გამომდინარე, რომ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნებში არ ასაჯაროებენ თავიანთ დეკლარაციებს. ბატონი მამუკა მდინარაძეც და დანარჩენი ხელმძღვანელი პირებიც ავსებენ დეკლარაციებს, რომლებიც რა თქმა უნდა, ასახულია აუდიტის სამსახურში. უბრალოდ აქ არის გამონაკლისის სახით მათი გასაჯაროება. ეს ძალიან ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს მაგალითად სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სუს-ი: საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია