მაია ბითაძე: ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ

მაია ბითაძე: ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ

იმედი|imedinews.ge

ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით შეინარჩუნა, დღეს უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი საწინდარი, სუვერენიტეტის გაძლიერებასთან ერთად, არის იმ ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რის საშუალებსაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს.

„ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით შეინარჩუნა, დღეს უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ, როგორც რეგიონში, ასევე იმ რეგიონებში, რომელთა სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის დიდწილად ტვირთვის პოტენციალი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „შუა დერეფანი“ უკვე წლებია გამოიყენება, ჩვენ დღეს თვალნათვლივ ვხედავთ, რომ ცენტრალური აზიისა და კავკასიის სახელმიწოფების დაკავშირება ევროპულ ქვეყნებთან საქართველოს გავლით იქნება შესაძლებელი. ამაზე უკვე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ის სახელმწიფოები, რომლებიც „შუა დერეფნის“ მთავარი მამოძრავებლები უნდა იყვნენ. ამის მაგალითია ის მაღალი დონის ვიზიტები, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებისგან ხორციელდება საქართველოში, მათ შორის არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს როლს სატრანზიტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებაში და ასევე დიდი აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზეც“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია