მაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით

მაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით

იმედი|imedinews.ge

ეს თემა ძალიან სენსიტიურია მოსახლეობისთვის. ეს თემა მათ შორის აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, შესაბამისად, ამ თემის პოლიტიზება იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია, რომლის წამოწყებაც რადიკალებმა სცადეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც პროცესის პოლიტიზებას ცდილობს, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“.

„საბედნიეროდ, ჩვენ ვიხილეთ ისიც, რომ იმ ადამიანების ნაწილმა, რომელიც ცხოველთა უფლებების დაცვის ფარგლებში ფუნქციონირებენ, მკაცრად დაგმო ამ თემის პოლიტიზება და ეს სამარცხვინო კამპანია გადაილახა. სამარცხვინოა, როდესაც ამ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნება“ იყო ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვისა და სახელმწიფო ქმედებების განხორციელების თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ კანონით, რომელიც შარშან დავამტკიცეთ და იმ კანონქვემდებარე აქტებით, რომელიც ახლა პრემიერის ინიციატივით მტკიცდება, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში რეგისტრირებული, ჩიპირებული და სტერილიზებული იყოს ყველა ის ცხოველი, რომელსაც ჩვენ უპატრონო, მიკედლებულ ძაღლად მოვიხსენიებთ. ასევე, სახელმწიფო გაატარებს ძალიან აქტიურ კამპანიას, პატრონიანი ცხოველების რეგისტრაციისთვის. კანონის მთავარი მიზანია, რომ ქუჩაში ძაღლი არავინ გააგდოს, უკანონოდ არ მოაშენოს და ყველა, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს, იქნება მკაცრად დასჯილი. ეს ყველაფერი იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი ყველა იმ ადამიანს ვეტყვი, ვინც პროცესის პოლიტიზებას ცდილობს, რომ მათ კოვზი ნაცარში ადრეც ჩაუვარდათ და ახლაც ჩაუვარდებათ და სახელმწიფო იქნება იმის გარანტი, რომ ის ჰუმანური კანონი, რომელიც პარლამენტში მივიღეთ, აღსრულებული იქნება ზედმიწევნით. ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც სურს, რომ ძაღლი ქუჩაში არ იყოს და არ იყოს გაგდებული, ან უკანონოდ არ იყოს მოშენებული“, - აცხადებს ბითაძე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია