ანდრაშ ლასლო: ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარის პოლიტიკაა საჭირო. კონსერვატიულმა მთავრობამ განვაცხადეთ - არ გვინდა უკანონო ემიგრანტები

ანდრაშ ლასლო: ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარის პოლიტიკაა საჭირო. კონსერვატიულმა მთავრობამ განვაცხადეთ - არ გვინდა უკანონო ემიგრანტები

იმედი|imedinews.ge

„ყველაზე დიდი დაძაბულობა დაიწყო ათი წლის წინ, როდესაც 2016 წელს მიგრაციის კრიზისი მოხდა და ევროკავშირის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ღია კარი პოლიტიკაა საჭირო, ყველა ემიგრანტს უნდა მივესალმოთ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ კითხვას, თუ რის გამო ისჯება უნგრეთი.

ლასლოს თქმით, შემდეგ მოხდა სხვა კონფლიქტები.

„ჩვენ, კონსერვატიულმა მთავრობამ, განვაცხადეთ - არ გვინდა უკანონო ემიგრანტები, არალეგალური ემიგრანტები. დავიცავთ ჩვენს საზღვრებს და გვჭირდება უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქ მოხდა უკვე მასობრივი, დიდი კონფლიქტი ევროკომისიის, მემარცხენე მთავრობებსა და უნგრულ კონსერვატიულ მთავრობას შორის. შემდეგ მოხდა სხვა კონფლიქტები. ჩვენ არ გვინდოდა ე.წ. ვოუქის იდეოლოგია დასავლეთ ევროპიდან, გენდერული იდეოლოგია არ გვინდოდა. ჩვენ არ გვსურდა ეს პოლიტიკა მიგვეღო“, - აღნიშნა მან.

ანდაშ ლასლოს თქმით, ყველაზე დიდი დაპირისპირება მოხდა როდესაც 2022 წელს დაიწყო უკრაინის ომი.

„ეს იყო ჩვენი ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს. რამდენიმე დღე, კვირა აკლდა არჩევნებს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ევროპის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ დიდი დახმარება უნდა გავუწიოთ უკრაინას იარაღით, შევიდეთ უკრაინაში. ჩვენ, უნგრელებმა ვთქვით, რომ კი, გული გვტკივა უკრაინელებზე, ვეხმარებით დევნილებს, ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ, მაგრამ ვთქვით, რომ ეს ჩვენი ომი არ არის. არ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ. გვინდა დავიცვათ უნგრელების მშვიდობა და ომში არ ვიყოთ ჩათრეული. ამიტომ, არ მივეცით საშუალება, რომ იარაღი გასულიყო უნგრეთის ტერიტორიიდან უკრაინაში და ჩვენ უნგრულ იარაღსაც არ ვაგზავნიდით უკრაინის ომში. რაც წლები გადიოდა და ომი არ მთავრდებოდა, წნეხი იზრდებოდა. წნეხი იზრდება იმიტომ, რომ ევროკავშირს ფული გაუთავდა, ევროპულ მთავრობებს ფული გაუთავდათ და გაცილებით უფრო რთულია ომის დაფინანსება. ახალი კრედიტების გამოყოფაზეა, 90 მილიარდ ევროზეა ლაპარაკი უკრაინისთვის. 150 მილიარდს ითხოვს უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით დახმარებას და ვალდებულებებს შემდეგი ათი წლის განმავლობაში. სურთ ასევე ევროკავშირში გაწევრიანება ომის დამთავრების გარეშე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მიუღებელია ჩვენთვის, ეს არამხოლოდ უნგრული ინტერესების წინააღმდეგ მიდის, არამედ გვწამს, რომ ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგადაც არის, მაგრამ ხდება მასობრივი წნეხი, სურთ დამატებითი სანქციები. 20 დამატებითი სანქციის პაკეტი, ერთობლივი სესხი უნდათ გასცენ და ყველა ქვეყანამ მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.

ანდრაშ ლასლოს განცხადებითვე, სურთ უნგრული მთავრობიდან ვალდებულება უკრაინის დახმარებისთვის.

„ჩვენ უარს ვამბობთ განსაკუთრებით ამაზე. განსაკუთრებით, იანვარში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფაქტობრივად შეწყვიტა ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან ევროპაში, რომელიც გადის უკრაინაზე. ეს არის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო ნავთობისა უნგრეთისთვის და უკრაინამ, ზელენსკიმ ჩაკეტეს ეს. იგი აცხადებს, რომ იყო ტერორისტული თავდასხმა, რამაც მძიმედ დააზიანა მილსადენი. ჩვენ ვიცით, რომ ეს ტყუილია. ეს არის ჩარევა ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. უნდათ შექმნან ქაოსი, რათა დაასუსტონ მთავრობა ამ მიდგომით. ევროკავშირი ჩუმად არის. იმის მაგივრად, რომ მოუწოდოს უკრაინას გააგრძელოს მიწოდება, უზრუნველყოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, უნგრეთის უსაფრთხოება, წყნარად აძლევს საშუალებას ეს ენერგიის შანტაჟი ჩაატაროს უნგრეთის წინააღმდეგ. მათ სურთ ისეთი მთავრობა, ჩვენი ოპონენტების მთავრობა, რომელიც იქნება გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი ბრიუსელის მოთხოვნებისადმი, კიევის მოთხოვნებისადმი და ამიტომ ხდება წნეხის ინტენსიფიკაცია. ამიტომ, უკრაინის ხელმძღვანელობა ნათლად ლაპარაკობს თავის სურვილზე, რომ დაინახოს უნგრეთში შეიცვლება მთავრობა, ვინაიდან პოტენციურად ახალ მთავრობასთან გაცილებით უფრო მეგობრული ურთიერთობები ექნებათ. არ დაბლოკავს ევროკავშირის კრედიტებს, არ დაბლოკავს ევროკავშირის პოლიტიკას და ა.შ. ამიტომ, ძალიან დიდია საერთაშორისო ჩარევა“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია