
ანდრაშ ლასლო: 2022 წლის არჩევნებშიც ვიხილეთ ჩარევა და უნგრელებმა საკმაოდ კარგად იციან ამ ჩარევის შესახებ. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ძლიერი გზავნილი გვაქვს, თავს არ დავუხრით შანტაჟს არც ბრიუსელის და არც კიევის მხრიდან
ძალიან დიდია საერთაშორისო ჩარევა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ლასლოს თქმით, მსგავსი ჩარევა 2022 წლის არჩევნებშიც იხილეს და უნგრელებმა საკმაოდ კარგად იციან ამ ჩარევის შესახებ.
„ყველაზე ნათელი ჩარევა ბოლო ორი წლის განმავლობაში - იმიტომ, რომ არ ვუშვებთ უკანონო ემიგრანტებს, ფონ დერ ლაიენის კომისია არ გვაძლევდა მილიარდობით ევროს, რომელიც ეკუთვნის უნგრეთს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროკავშირის სამმა სპეცსამსახურმა იმუშავა ერთად უნგრელ ჟურნალისტთან, რომელმაც მოახდინა ინფორმაციის გაჟონვა, რომ მთავრობის რეპუტაციას ჩირქი მოსცხოს და საარჩევნო დღეს სიტუაცია შეიცვალოს. ამას კარგი თვალით არ ვუყურებთ. არ მოგვწონს ჩვენ ჩარევა ჩვენს არჩევნებში. 2022 წლის არჩევნებშიც ვიხილეთ ასეთი ჩარევა და უნგრელებმა საკმაოდ კარგად იციან ამ ჩარევის შესახებ. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ძლიერი გზავნილი გვაქვს, თავს არ დავუხრით შანტაჟს არც ბრიუსელის და არც კიევის მხრიდან“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge