ხუნდაძე: გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარი. „ლელო“ აყენებს საკითხს, რომ 1000 ლარამდე გაიზარდოს პენსია. ეს ხომ წარმოუდგენელია სანქციების ფონზე და ომის ვითარებაში?!

იმედი|imedinews.ge

ზოგს წამოსცდება ხოლმე, რომ სჯობს ცხელი ბომბები ცვიოდეს, ვიდრე მშვიდობა იყოს საქართველოში. ეს ორი შეუთავსებელია - განვითარება და ომი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

„გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შემოიტანეს ინიციატივა, რომ მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარი. „ლელო“ აყენებს საკითხს, რომ 1000 ლარამდე გაიზარდოს პენსია და ეს ხომ წარმოუდგენელია სანქციების ფონზე და ომის ვითარებაში?!

ზოგს წამოსცდება ხოლმე, რომ სჯობს ცხელი ბომბები ცვიოდეს, ვიდრე მშვიდობა იყოს საქართველოში. ეს ორი შეუთავსებელია - განვითარება და ომი. საქართველო თავისი იმპროვიზაციული პოლიტიკით, ფაქტია, რომ სწორად მიდის. შედარებისთვის, უკრაინაში დღეს არავინ ფიქრობს პენსიების მომატებაზე, რომ სკოლები და საბავშვო ბაღები აშენდეს. უკრაინაში მხოლოდ ერთი საფიქრალია, რამენაირად გადარჩეს ესა, თუ ის ოჯახის წევრი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია