მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა
დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა

დიმიტრი ხუნდაძე პეტერ ფიშერზე: მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა მათ, ვინც აურზაურს ტეხდა

იმედი|imedinews.ge

ქართული საზოგადოებისთვის კარგად არის ნაცნობი, თუ რა მიზანი აქვთ მათ, რომ ქვეყანა გახადონ მორჩილი. ასრულებენ გარე დავალებებს. პრაქტიკულად პრივატიზებას აკეთებენ. ყვავილებსაც კი დაუწყეს ბრძოლა, არა მხოლოდ თარიღს. არ მოერიდათ, რომ 9 აპრილის მონაწილეთა ოჯახის წევრების წინააღმდეგ გაილაშქრეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ 9 აპრილის მემორიალთან რადიკალების პროვოკაციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დღეს, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები, რომლებიც პროვოკაციებით იყვნენ დაკავებული, იგივე პირები არიან, ვინც პატრიარქის გარდაცვალების დღეს აქციას მართავდნენ რუსთაველის გამზირზე.

დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლას და აქტივისტების მისამართით მადლობის განცხადებაც გამოეხმაურა.

„მისი სტუმრობა, როგორც გამოჩნდა არ იყო მხოლოდ თანაგრძნობით განპირობებული, მას ჰქონდა პოლიტიკური შემადგენელი. სწორედ ამიტომ ის მიესალმა იმათ, ვინც აურზაურს ტეხდა. სხვათა შორის ასეთი წაქეზებები ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი ვნახეთ. გახსოვთ ალბათ, როდესაც „მაიდანიზაციის“ წაქეზება ხდებოდა და ბალტიის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა პირდაპირ მიტინგზე გამოდიოდა და აქეზებდა, რომ ცეცხლი ანთებულიყო შუაგულ დედაქალაქში. ვნახეთ, როცა ელჩების უდიდესი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ სცენარში, თანაგრძნობაში, თუ ასეთ მოძრაობაში იყვნენ. გახსოვთ ალბათ წინდებით გატანილი მასალა კვლევისთვის, რომ დაემტკიცებინათ, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვინმე აწამებდა. ასეთი სცენების მომსწრე უკვე ვართ და არ არის ეს უცხო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს. ისინი ცდილობდნენ სახელისუფლებო გუნდის წევრების მიერ მიტანილი გვირგვინები გაენადგურებინათ.

ასევე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.

მანამდე, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მცირერიცხოვანთა ჯგუფი იმ მოქალაქეებს უპირისპირდებოდა, რომლებიც „ქრონიკას“ ინტერვიუს აძლევდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უნგრელი მკვლევარი: პოლარიზაციის დიდი ნაწილი შექმნილია ჩარევით, ინტერვენციით ევროკავშირის მიერ და ძალიან ხშირად ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ფონზე ხდება

უნგრელი მკვლევარი: პოლარიზაციის დიდი ნაწილი შექმნილია ჩარევით, ინტერვენციით ევროკავშირის მიერ და ძალიან ხშირად ეს ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების ფონზე ხდება

იმედი

Reuters: დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან ერთად ევროპიდან აშშ-ის ჯარების ნაწილის გაყვანის ვარიანტი განიხილა

Reuters: დონალდ ტრამპმა მრჩევლებთან ერთად ევროპიდან აშშ-ის ჯარების ნაწილის გაყვანის ვარიანტი განიხილა

იმედი

ხუნდაძე: მთელი ევროპა მოიხმარს პლასტმასის ჭურჭელს, მაგრამ მისი ერთჯერადი მოხმარება არ არის ტოქსიკური. ვფიქრობ, რეგულაცია აუცილებელია, მაგრამ მთავრობამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს სწრაფად

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

იმედი