
დიმიტრი ხუნდაძე: რაც არ უნდა ლეგიტიმაცია მოახდინონ საიტებზე ამა თუ იმ პოლიტიკური წარმომადგენლობის, საზოგადოებაა მთავარი ლეგიტიმაციის წყარო, რომელიც მათთან არ დგას
რაც არ უნდა ლეგიტიმაცია მოახდინონ საიტებზე ამა თუ იმ პოლიტიკური წარმომადგენლობის, საზოგადოებაა მთავარი ლეგიტიმაციის წყარო, რომელიც მათთან არ დგას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
წამყვანმა ჰკითხა, რა თამაშის ნაწილია ის, რომ გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის განახლებასთან დაკავშირებით 2024 წლის შემდეგ არ შეცვლილა და პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული.
„ეს არის იმ თამაშის ნაწილი, რომ ხდება იმ ოპოზიციისთვის სულის ჩაბერვა, წაქეზება, რომელიც ქუჩაში ერთეულებია შემორჩენილი. ასეთი მეთოდებით აწვდიან საზრდოს. ინფორმაციის არგანახლებით უნდათ უთხრან, რომ არაფერი დაკარგული არ არის, თუმცა თავადაც ხედავთ, რომ მომიტინგეები მილევად რეჟიმში არიან და საზოგადოება მათ გვერდით არ დგას. რაც არ უნდა ლეგიტიმაცია მოახდინონ საიტებზე ამა, თუ იმ პოლიტიკური წარმომადგენლობის, საზოგადოებაა მთავარი ლეგიტიმაციის წყარო, რომელიც მათთან არ დგას. ეს არის მცირემასშტაბიანი აურზაური და ხელისუფლებას მართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და გონიერება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge