
სტეფანო ახოკე: ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს
ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ აღიქვამს უნგრელი ამომრჩეველი აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საჯარო და მტკიცე მხარდაჭერას მმართველი პარტიის მიმართ და ექნება თუ არა ამას გავლენა არჩევნების შედეგზე.
„არ ვიცი რამდენად დიდი გავლენა ექნება [არჩევნებზე] უნგრეთში ვიზიტს [ვიცე-პრეზიდენტის]. ფაქტი, რომ ვიზიტი მოხდა, გვანახებს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე მთავრობას სრულად უჭერს მხარს. აღნიშნული მთავრობა შეიძლება ბრიუსელთან არ არის კარგ ურთიერთობაში, მაგრამ ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა გააჩნია და ეს პოლიტიკურად ძალიან ბევრს ნიშნავს. უნგრეთში [აშშ-ის] წინა ელჩი იმით იყო ცნობილი, რომ ოპოზიციის პროტესტებზე დადიოდა, როგორც ეს ხდებოდა ზოგიერთი ელჩის მხრიდან თბილისში. იგი იყო წამყვანი ხმა ორბანის წინააღმდეგ.
ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს. ფაქტი, რომ ამერიკა ცდილობს მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს უნგრეთთან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ბატონი ორბანის“, - აღნიშნა ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge