უნგრელი მკვლევარი: ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის

უნგრელი მკვლევარი: ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, იყოს წევრი ევროკავშირის მაგრამ პარტია, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა, სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ორბანის ოპონენტის განცხადებები, თითქოს ომის საფრთხე მოგონია, სპეკულაციაა, ვინაიდან ომის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ეს თავადაც იცის.

„რომ ყოფილიყო მოგონილი ომის საფრთხე, 4 წლის წინ ოპოზიციის ლიდერი არ აღიარებდა, უნგრეთის ოპოზიციის პროგრამაში, რომ უნგრეთს უნდა გაეგზავნა ჯარისკაცები უკრაინაში. ომის საფრთხე რეალურია. ჩვენ ნატოს წევრები ვართ და ორბანი ცდილობს ქვეყანა დაიცვას ნებისმიერი სამხედრო ქმედებისგან უკრაინაში. მაგიარი ორაზროვან პოზიციას იკავებს, ზოგჯერ ამბობს, რომ სურს გააგრძელოს ეს პოლიტიკა და შემდეგ მისი პარლამენტარები ბრიუსელში მოქმედებენ აბსოლუტურად განსხვავებულად იმიტომ, რომ უნდა მიჰყვნენ ევროპული „სახალხო პარტიის“ ხაზს, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ომისადმი. ეს დიდი შეშფოთების თემაა“, - განაცხადა სტეფანო ახოკემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია