საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის კონტექსტში.

ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებს და ამ მხრივ გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ალბანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია