
კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი
რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესებიდან არა მხოლოდ მარტო პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, არამედ საზოგადოებაც სწავლობს.
„ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი. მოაზროვნე ადამიანი ერთხელ რომ დაინახავს, რომ რაც არ არის, იმას აგზავნიან და უცხოეთიდან მოდის ანგარიშის სახით, ბუნებრივია, შეელახებათ ავტორიტეტი.
არ მგონია, ევროკავშირი ფიქრობდეს, რომ „ენჯეოების“ ჩართვა აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს საქართველოს მოსახლეობის თვალში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სწორად იქცევიან და იმ ხაზს, რასაც გვახვევენ, აუცილებლად უნდა მივყვეთ. არჩევნების შედეგებსაც კი არ ცნობენ. ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნები და მას შემდეგ ატყდა ერთი ამბავი.
რეზოლუციების შექმნის დროს აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული ინფორმაცია მიიღო და რაღაც ნაწილზე დაყრდნობით მოამზადო ანგარიში. მარტო ესენი [არასამთავრობოები] ჰყავთ მოკავშირეებად, ვინც უგზავნის ინფორმაციას. როდესაც მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით აცხობ ანგარიშებს, არ არის მისაღები“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge