
ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში და დიდი რეზონანსი, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლარიზაცია - რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყარო. დეპოლარიზაცია კი ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და განსხვავებული ხედვის მიუხედავად ერთად ზრუნვა სამშობლოზე - ეს არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში მალე გადამწყვეტ როლს შეასრულებს - რა თქმა უნდა, იარლიყების გარეშე. თუ მათ მსჯელობას, კითხვებს და პასუხებს მოუსმენთ, დარწმუნდებით რომ „ამისიანების“, „იმისიანების“ და არაჯანსაღი ბრალდებებისთვის სივრცე ვიწროვდება. სიძულვილის ენა ახალგაზრდებისთვის მიუღებელია.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი შეხვედრა და დიდი რეზონანსი, რომელიც ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა, ნახეთ საბა ხვიჩიას სპეციალურ რეპორტაჟში.
იმედი
წყარო: imedinews.ge