
სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ფეშენებელურ ვილას ყიდის - შაშკინის მდიდრული ცხოვრება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თბილისში მდებარე ეს ფეშენებელური ვილა დღეს გასაყიდად არის გამოტანილი. სწორედ ამ მისამართზე იწყება „იმედის კვირის“ სიუჟეტი. პოტენციური მყიდველის როლში, „იმედის კვირა“ ესტუმრა ობიექტს, სადაც მასპინძელი დიმიტრი შაშკინია - სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ციხეებში ახალაიას სისასტიკის გამგრძელებელი და განათლების სისტემაში ტერორის შემოქმედი, რომლის სახელსაც თავდაცვის მინისტრობისას არაერთი სისხლიანი ოპერაცია უკავშირდება.
შაშკინი საქართველოდან მიდის, ფაქტია, მიხვდა, რომ მისი და სააკაშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლების შანსები, ოდესმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ნულს ქვემოთაა.
სააკაშვილის გავლენიან ჩინოსანს, მდიდრულ გარემოში მშვიდად ძილისთვის კი, როგორც ჩანს, დაჯავშნილი ფანჯრები სჭირდებოდა. ცოტნე გეგეჭკორი მოგიყვებათ, რა იმალება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქონების გაყიდვის პროცესის უკან.
იმედი
წყარო: imedinews.ge