მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრები ამჯერად ქალაქ დუშეთის №2 საჯარო სკოლასა და დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა. კამპანიის - „დაზოგე წყალი“ ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლები და პრეზენტაცია, V და VI კლასის მოსწავლეებს წყალმომარაგების კომპანიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, რუსუდან ელიზბარაშვილმა წარუდგინა.

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხებმა - თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება წყლის რესურსზე, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ.

კამპანიის - „დაზოგე წყალი“ მიზანია წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია ამომწურავად მიიღეს.

წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი - სამართლიანი მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე. სამწუხაროდ, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

იმედი

დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს

დონალდ ტუსკი: ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შემსუბუქება - ყველაფერი ეს პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს

იმედი

ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები

ლაშა ავალიანი: ჩვენი მიზანია, რომ დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ძაღლების აყვანის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები

იმედი