ხაშურის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა

ხაშურის მუნიციპალიტეტს ათეა-ს საუკეთესო პრაქტიკის ჯილდო გადაეცა

იმედი|imedinews.ge

ხაშურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს.

ასოციაციის ჯილდო ნომინაციაში „კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს პაატა ჩადუნელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ნინო ლიპარტელიანს გადაეცა.

საკონკურსოდ ხაშურის მუნიციპალიტეტმა წარადგინა გაეროს სააგენტოების ხელშეწყობით შემუშავებული ნებაყოფლობითი მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეფასდა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება ადგილობრივ დონეზე; გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის გეგმები სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპების გათვალისწინებით და გაძლიერდა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობა დოკუმენტის შემუშავების ყველა ეტაპზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია