მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დედოფლისწყაროში ირიგაციის ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დედოფლისწყაროში ირიგაციის ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დედოფლისწყაროში ირიგაციის ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ირიგაციის სისტემების ეფექტიანი მართვის საკითხები და სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მხარეებმა იმსჯელეს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და წყალსარგებლობის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების აუცილებლობაზე.

აღინიშნა, რომ 2026 წლის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის თანაბარ, სტაბილურ და პროგნოზირებად განაწილებას. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დეფიციტის რისკებს და გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება

იმედი

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

იმედი

ნინო ისაკაძე: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით

ნინო ისაკაძე: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით

იმედი

ზუგდიდის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა

ზუგდიდის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა

იმედი