მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.

ზურაბ პატარაძემ, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად გაიხსენა ფრიდონ ხალვაშის მრავალწლიანი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს ქართული პოეზიისა და ლიტერატურის განვითარებაში.

,,ფრიდონ ხალვაში იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა ჩვენი კუთხის გულისცემა. ის გახლდათ თითოეული ადამიანის გულშემატკივარი და დამცველი. ფრიდონმა გააჟღერა ჩვენი კუთხის ხმა მთელ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. შეუფასებელია მისი ღვაწლი, შრომა და ადამიანებისადმი განსაკუთრებული სიყვარული.

როდესაც დიდ ფრიდონ ხალვაშზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი ვაჟი ზაზა ხალვაში, რომელიც დღეს 69 წლის გახდებოდა. ხალვაშების ოჯახმა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს და მომავალ თაობებს გადავცეთ მათი ღვაწლი და შემოქმედება" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ფრიდონ ხალვაში 30-ზე მეტი პოეტური, პროზაული კრებულის ავტორი და არაერთი ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელი გახლდათ.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მწერლებმა, პოეტებმა, ფრიდონ ხალვაშის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ