მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

„დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს სამივე დონის ხელისუფლების წარმომადგენლები შევხვდეთ და ორიენტირებული ვიყოთ ქალთა და ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს აღნიშნული საკითხების გადაჭრაში“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

სხდომაზე განსახილველი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

„დღევანდელი შეხვედრის განხილვის თემა - ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა – განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია, ვინაიდან ოჯახების კეთილდღეობა პირდაპირ განსაზღვრავს როგორც ბავშვთა განვითარების შესაძლებლობებს, ისე ქვეყნის სოციალურ და დემოგრაფიულ მდგრადობას. აჭარა დღეს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მხარდამჭერი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტებში მოქმედებს არაერთი მიზნობრივი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით და დღეს უკვე წარმატებულ პრაქტიკად შეიძლება შეფასდეს.

სწორედ ამიტომ, როდესაც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნა, თავიდანვე მივიჩნიეთ, რომ მისი საქმიანობა არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ საპარლამენტო ფორმატით“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, როდესაც პარლამენტი, რეგიონული წარმომადგენლობითი ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ სივრცეში განიხილავს საერთო გამოწვევებს, ეს ერთმანეთისთვის მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება არ არის, არამედ, სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმია.

მარიამ ლაშხმა კომისიის გასვლითი სხდომების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ განხილვების შედეგად რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. კერძოდ, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა მხოლოდ სოციალური დახმარების საკითხი არ არის და ის მრავალსექტორულ პოლიტიკას წარმოადგენს.

„განხილვების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა, როგორიც არის: საბინაო პოლიტიკა, ადრეული ასაკის ბავშვების მოვლისა და განვითარების სერვისების ხელმისაწვდომობა, მშობლების, განსაკუთრებით ქალების ეკონომიკურ გაძლიერება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დეკრეტული შვებულების სისტემის დახვეწა. მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებას, ოჯახური ღირებულებების პოპულარიზაციას, ასევე ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ახალგაზრდებს შეუქმნის რეალურ შესაძლებლობას და მოტივაციას, შექმნან ოჯახი და ჰყავდეთ შვილები. სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა წარმოადგენს ქვეყნის დემოგრაფიული მდგრადობისა და მომავალი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

გაერთიანებულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარემ, ფატი ხალვაშმა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა, ნატალია ზოიძემ მოხსენებები წარადგინეს და განსახილველ თემებზე ისაუბრეს.

სხდომას კომისიის წევრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - ნინო წილოსანი და ილია ინჯია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხებში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია - ქაჯაიამ თანამდებობა დატოვაBM.GE
  • ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაფორმულა
  • რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურიანეტგაზეთი
  • ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავარუსთავი 2
საკითხებში →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი