მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო ფესტივალის - „ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტს დაესწრო
აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო ფესტივალის - „ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტს დაესწრო

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საერთაშორისო ფესტივალის - „ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“, მიმდინარე წელს, აჭარის მთავრობის აქტიური ჩართულობით გაიმართა, რომლის ფარგლებში მოეწყო არაერთი მასშტაბური ღონისძიება და მიეძღვნა ქართული ფოლკლორის უდიდესი მოამაგის, ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფესტივალი, ქალაქ ინეგოლში გალა კონცერტით გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში, არჩილ კალანდია და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

„ჩვენებურების“ დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ბურსაში.

ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, ბურსის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე, სალიჰ ალთუნი, ქალაქ ბურსის მერი, შაჰინ ბიბა, ქალაქ ქესთელის მერი, ფერჰათ ეროლი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლები, მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ომერ ფარუქ დემირთაში, ასოციაციების თავმჯდომარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აჭარის კულტურის მინისტრმა ისაუბრა ფესტივალის განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ „ჩვენებურები“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. ამავდროულად, ფესტივალი ხელს უწყობს საქართველო-თურქეთს შორის არსებული მეგობრული და კულტურული კავშირების გაღრმავებას. ელისო ბოლქვაძემ ხაზი გაუსვა თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორის საქმიანობას და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

აუდიტორიის წინაშე აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,არსიანი“ და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სრული საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ. შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები, აჟღერდა ხახლური და ქალაქური მრავალხმიანი სიმღერები. კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის ასოციაციასთან არსებული ანსამბლი ,,ჩვენებურები“ და ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციასთან არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოქრო“.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა ინეგოლში, ორჰანგაზსა და ბურსაში, რომლებსაც ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები - ირმა აბულაძე და ზაურ ახვლედიანი, ფოლკლორის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი, მადონა თევზაძე, ანზორ ერქომაიშვილის ოჯახის წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები“ მარმარას კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით 2001 წლიდან იმართება. ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის, ფოლკლორის, ტრადიციების დაცვა, წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა