მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა

აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი და გამარჯვებული ანსამბლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გალა კონცერტში 13 ანსამბლი მონაწილეობდა, რომლებიც სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ პირველი და მეორე ტურის შემდეგ გამოავლინა. კონცერტი გახსნა გასული წლის ოლიმპიადის გრანპრის მფლობელმა, ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მთაწმინდა“. კონცერტის შემდეგ გამოვლინდნენ უმაღლესი ჯილდოს - გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე საპრიზო ადგილების მფლობელები. უმაღლესი ჯილდო, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის შუახევის სალოტბარო სკოლას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გადასცა. გრანპრი მიიღო ბათუმის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაშქარი“. ჯილდო გამარჯვებულ ანსამბლს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ გადასცა. უმაღლესი ჯილდო, ბათუმის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს ,,ცერულს“, აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ გადასცა. მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები, მაღალმთიანი აჭარის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. სპეციალური ნომინაციები დააწესა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ. ოლიმპიადის ფარგლებში სიმღერის ანსამბლებს გადაეცათ მუსიკალური ინსტრუმენტები. აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება. წელს ოლიმპიადაში 30-მდე ანსამბლი და 800-ზე მეტი შემსრულებელი მონაწილეობდა. აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა 18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.

ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ - ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც ევროპის ტერიტორიაზე

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება

იმედი

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა

აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა

იმედი

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს

იმედი