მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო. ფორუმი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გახსნა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან მუდმივი თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ასევე, მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

,,ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, ცოდნა და მომავალია, ამიტომ მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ მათთან ერთად უნდა დავგეგმოთ ახალი ინიციატივები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობები. გაგრძელდება თემატური შეხვედრები, მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი ახალგაზრდების იდეებს სხვადასხვა პროექტთან და სტარტაპებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფორუმზე, რომელშიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, ცენტრის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ წარადგინა პრეზენტაცია, ღონისძიების მონაწილეებმა კი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და იმსჯელეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფესტივალით გაგრძელდა, რომლის ფარგლებში, მოეწყობა მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე კონცერტები მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • მთავრობა ეროვნული გზების კონტროლის ცენტრის შეიქმნას გეგმავსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პრემიერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ  მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთის ნოვოროსიისკში მარცვლეულის ორმა ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა

Reuters: უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთის ნოვოროსიისკში მარცვლეულის ორმა ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა

იმედი

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

იმედი