მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა
პრემიერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა

პრემიერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიპ სტეიტის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ტრაგედიიდან, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან, უკვე 18 წელი გავიდა, თუმცა, იმ დღეების ტკივილი და მძიმე კვალი დღემდე მოუშუშებელია. აგვისტოს ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათიათასობით მოქალაქე საკუთარ სახლ-კარს მოწყვიტა და საქართველო ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. მიუხედავად გასული წლებისა, ომის შედეგები კვლავ იგრძნობა, ხოლო დაღუპულთა ხსოვნა და იძულებით გადაადგილებული ადამიანების ტკივილი ჩვენი საზოგადოების საერთო მეხსიერებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელ ნაწილად რჩება.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა და საქართველოს ისტორიული კუთხეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც საქართველოში „დიპ სტეიტის“ აგენტურას წარმოადგენენ, რაიმე ნაბიჯს დგამდნენ ან დგამენ დამოუკიდებლად. რეალურად, სააკაშვილის ეს ავანტიურა იყო „დიპ სტეიტის“ პირდაპირი დავალება, რომლის მთავარი ხელწერაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნების დაპირისპირება და ერთმანეთთან ომში ჩაბმა, ქვეყნების შიგნით კი საზოგადოების რადიკალიზაცია და ერთმანეთს წაკიდებაა.

შედეგად, მივიღეთ „დიპ სტეიტისთვის“ სასურველი, ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის კი ტრაგიკული მოცემულობა - ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, 30 ათასამდე იძულებით გადაადგილებული ჩვენი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ასზე მეტი ქართული დასახლება, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ერებს შორის გაღვივებული შუღლი.

მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექ ინიციატივები ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების საერთაშორისო პუბლიკაციაშია

იმედი

POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ

POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ

იმედი

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი

ცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა

ცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა

იმედი