მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის „ზაფხულის ფესტივალს“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ქობულეთში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართა.

აჭრის მთავრობის ინფორმაციით, საფესტივალო საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ზღვისა და მთის უნიკალური სინთეზით, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ვიზიტორებისთვის. მისივე თქმით, ზაფხულის ფესტივალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს, მის მრავალფეროვნებასა და ემოციებს, რასაც ქალაქი თითოეულ სტუმარს სთავაზობს.

ფესტივალის ფარგლებში ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და თემატური ინსტალაციებით გაფორმდა. დღის განმავლობაში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა. ზღვის სანაპიროზე კი ფრანების შოუ მოეწყო. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები უზრუნველყოფდნენ. საღამო „გუფი ლენდისა“ და DJ GURI DE SAL-ის გამოსვლით დასრულდა.

„ზაფხულის ფესტივალი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის სამინისტროების ხელმძღვანელები, ასევე, რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ადგილობრივი თვითმმართველობების მერები და წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები შეუერთდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • მადლობა ეროვნულ ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეფექტიანი მუშაობისთვის | ირაკლი კობახიძე რეზერვების ზრდაზეBM.GE
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

იმედი

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

იმედი

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

იმედი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი