მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ბსუ-ს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინსტიტუციური გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევითი გარემოს განვითარება და ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, უნივერსიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. 2026 წელს უნივერსიტეტის დაფინანსებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, უნივერსიტეტის საჭიროებების შესაბამისად, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, სამეცნიერო და კვლევითი კომპონენტების, აგრეთვე, პროფესორ-მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება; მიმდინარე წელს დაგეგმილია აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბსუ-ს წიგნადი ფონდის განახლება, საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება-ტექნიკური აღჭურვა და სხვა.

უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის და აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ბსუ-ს აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის ჩართულობითა და ორგანიზებით იგეგმება მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.

2026 წელს გაორმაგდება წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც აჭარის მთავრობის 1000 ლარიანი სტიპენდიები გადაეცემათ; გაგრძელდება სტუდენტთა დახმარების ფარგლებში, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ასობით სტუდენტის დაფინანსება, ასევე, გაცვლითი პროგრამები ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტების საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობა და სხვა.

ზურაბ პატარაძემ მოისმინა პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ მათთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა უნივერსიტეტის განვითარების პროცესი იყოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული.

შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, პრორექტორები, აკადემიური საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი