მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტიპენდიატ სტუდენტებს წარმატება მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტიპენდიატ სტუდენტებს წარმატება მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტიპენდიატ სტუდენტებს წარმატება მიულოცა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც აჭარის მთავრობის სტიპენდიატები გახდნენ, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

„შეხვედრის ფარგლებში, ზურაბ პატარაძემ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები და დამსახურებული აღიარება მიულოცა. სტუდენტებს წარმატებები უსურვა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ახალგაზრდების მხარდაჭერა და საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოება აქტიურად გაგრძელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თემატური შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება, რათა მოხდეს ერთობლივი მსჯელობა ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის ხედვებსა და არსებულ გამოწვევებზე.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს სტუდენტებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან საუბარი განათლებაზე, მომავალსა და იმ საშუალებებზე, რომლებიც მათთვის იქმნება. განათლების სისტემაში სხვადასხვა საფეხურზე დაანონსებული რეფორმები სწორედ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

დღეს სამინისტროს პროგრამები განვიხილეთ, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია აჭარის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა, რაც, ვფიქრობ, დამატებითი სტიმული იქნება სტუდენტებისთვის. აქტიურად გაგრძელდება გაცვლითი და საგრანტო პროგრამებიც, რაც ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სკოლებში მე-12 კლასელები დაასრულებენ სწავლას და მათი დიდი ნაწილი გახდება აბიტურიენტი. ვფიქრობ დღევანდელი ღონისძიება მათთვის გახდება გზავნილი თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლა და მონდომება რეალური შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 2025 წლიდან წარჩინებულ ახალგაზრდებს სემესტრულად 1 000 ლარიანი სტიპენდია გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს სტიპენდიატთა რაოდენობა გაორმაგდება და ჯამში 300 სტუდენტი დაფინანსდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი