მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

იმედი|imedinews.ge

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

„SITF Korea 2026“-ის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. მათი უმრავლესობა მაღალ ინტერესს იჩენდა სათავგადასავლო ტურიზმის, გასტრონომიის, სამთო ტურიზმის, მათთვის ახალი და უცხო ტურისტული პროდუქტების მიმართ. ზღვისა და მთის შერეულმა ტურისტულმა მიმართულებებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, იმერეთის დმო-სა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა მედიის, ტურისტული, ავია და სარეკლამო კომპანიების მენეჯმენტთან. გამოფენაზე საქართველოს სტენდი საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა დაათვალიერა. SITF Korea 2026-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 25-მდე სამიზნე ქვეყანაში ახორციელებს და აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. მიმდინარე წელს, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს 15-მდე პრესტიჟული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ. გრძელდება რეგიონში უცხოელი ბლოგერ-ინფლუენსერების მოწვევაც, რომლებიც აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და ღირსშესანიშნაობებს მილიონობით გამომწერს აცნობენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ