მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი|imedinews.ge

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას გერმანელი კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი მარსელ ლეში სტუმრობდა.

ფოტოგრაფმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარაც მოინახულა. მთაში მოგზაურობისას ის სტუმრობდა კურორტ „გოდერძის“, „ბეშუმს“, მწვანე ტბას, მტირალას ეროვნულ პარკსა და ხაბელაშვილების თაღოვან ხიდს, რომლის ულამაზესი ფოტოებიც კონტენტ-კრეატორმა ასიათასობით გამომწერს გაუზიარა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

იმედი