მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი|imedinews.ge

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიდი ტბების ხუთეულში ყველაზე პატარა ტბას სახელწოდებას უცვლიდა. გადაწყვეტილება კანადასთან მზარდი სავაჭრო დაპირისპირების ფონზე მიიღო, რის შედეგადაც ორივე ქვეყანამ ერთმანეთს მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელზე საპასუხო ტარიფები დაუწესა.

როგორც Reuters-ი იუწყება, პრეზიდენტის განკარგულება ეხება აშშ-ის გეოგრაფიული სახელების საინფორმაციო სისტემას (GNIS), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ რუკებზე გამოყენებული სახელწოდებების სტანდარტებს განსაზღვრავს. განკარგულება გავლენას არ ახდენს კანადაში მოქმედ სახელწოდებაზე და არც იმაზე, თუ რა სახელით მოიხსენიებს ტბას მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი.

„Google Maps-ს ვაახლებთ ოფიციალურ სამთავრობო წყაროებში სახელწოდებების ცვლილებების შესაბამისად. აშშ-თვის ასეთ წყაროს GNIS წარმოადგენს. შესაბამისად, აშშ-ში Maps-ის მომხმარებლები დაინახავენ სახელწოდებას „ამერიკის ტბა“, კანადაში კვლავ „ონტარიოს ტბა“ იქნება ნაჩვენები, ხოლო აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ მომხმარებლები ორივე სახელწოდებას იხილავენ“, - განაცხადა Google-მა შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Google Maps-მა მსგავსი ცვლილება გასულ წელს მექსიკის ყურის შემთხვევაშიც განახორციელა. ტრამპის მიერ პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოცემული აღმასრულებელი განკარგულების შემდეგ, პლატფორმამ ყურეს „ამერიკის ყურე“ (Gulf of America) უწოდა, წერს Reuters-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • დონალდ ტრამპი ირანზე: ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა, ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიანრუსთავი 2
  • ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი გადაარქვა და "ამერიკის ტბა" უწოდაBM.GE
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

იმედი

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

იმედი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი