მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

იმედი|imedinews.ge

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, გასული წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 6%-იანი ეკონომიკური ზრდით. წლის ბოლოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.

მისივე თქმით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 104 598.1 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 12.4%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, 2025 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაციამ - 3.9%.

საგარეო სექტორზე საუბარისას, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 863.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.3%-ით მეტია.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს 6 856.8 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6.2%-ით მეტია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 521.9 ათასს შეადგენს. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 690.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 6.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 688.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

შარშან ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 28 468 376.0 ათასი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ - 100.8%, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ 99.2% შეადგინა, რაც 27 723 319.2 ათასი ლარია.

ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს სხავადასხვა უწყების საკასო შესრულების მაჩვენებლები გააცნო. კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 101%, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 100.3%, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები - 100%, იუსტიციის სამინისტრო - 99.3%, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებები - 99.2%, უზენაესი სასამართლო - 95.6%, საერთო სასამართლოები - 95%-მდე, სახალხო დამცველის აპარატი - 91%-მდე.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე წარმოადგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

მისი განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2026 წელს: რეალური ეკონომიკური ზრდა 6.3% იქნება; ინფლაციის მაჩვენებელი - 4.9%-ის ფარგლებში, მომავალ წელს კი მის მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს დაუბრუნდება; რეალური ეკონომიკური ზრდა - 5-5.5%-ის ფარგლებში იქნება.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი