მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში
„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში

„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში

იმედი|imedinews.ge

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით აქვს. წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი, თუმცა საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ადგილობრივებს წყალს სპეციალური ავზების საშუალებით აწვდიან.

ქალაქის მასშტაბით ყველგან გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა გამონაკლისია ვარდოშვილის ქუჩა, რომელიც მესამე დღეა რისკების გამო, პოლიციამ გადაკეტა და ამ მიმართულებით ავტომობილებით მოძრაობა აკრძალულია. ქუჩა სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გაიხსნება.

„აღდგენილია მთლიანად როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება. რამდენიმე სოფელში სავარგულებია დატბორილი, მოსახლეობას დაუზიანდა ვენახები“, - განაცხადა თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

იმედი

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იმედი

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

იმედი