მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს
ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ვაკის რაიონში, ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.ამ დროისთვის ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია 400 ანკერი და 20 ხიმინჯი.

სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე მიმდინარეობს მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები. ცუდ ამინდებში არსებობდა ფერდის ჩამოშლის საშიშროება, ალტერნატიული გზაც არ არსებობს, ამიტომ დაიგეგმა მსგავსი ტიპის სამუშაოები - ეწყობა ანკერები და ხიმინჯოვანი კედელი. სამუშაოები იანვარ-თებერვალში უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც ტერიტორია სრულად მოწესრიგებული იქნება, გადაადგილება კი უსაფრთხო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უსაფრთხოების მიზნით, მეწყერსაშიში ფერდის საინჟინრო-საპრევენციო ღონისძიებები 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სრულდება.მიმდინარეობს ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობა. ფერდზე ეწყობა 2 060 ანკერი და დამონტაჟდება ფოლადის გალვანიზებული ბადე, რაც აღმოფხვრის ქანების ჩამოშლისა და მეწყრული პროცესების განვითარების რისკს.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია სანიაღვრე არხის მოწყობა, რომელიც ზედაპირული წყლების მოცილებისთვის მნიშვნელოვანია და ფერდის მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

სამუშაოების დასრულების ეტაპზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება – დაიგება ასფალტის საფარი და სრულად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ახალდაბისკენ მიმავალ გზაზე ფერდის გამაგრების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • რუსეთში Ozon-ის სამ ლოგისტიკურ ობიექტს დრონებით შეუტიეს - ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური ხანძარიატვ პირველი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
  • კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს აანონსებსBM.GE
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი