მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ახალციხეში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ახალციხეში, სასტუმრო „ახალციხე ინნ”-ში პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“რიგით მე-7 - სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონებში პარტიული ქსელის გაფართოების მნიშვნელობაზე, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის აუცილებლობასა და ნეიტრალიტეტის იდეის როლზე საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესში.

ახალციხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ახალი ოფისი ღია იქნება რეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პარტიის წევრებს გააცნონ საკუთარი პრობლემები, საჭიროებები და ინიციატივები. მათი თქმით, ოფისი იქნება სივრცე დიალოგისთვის, სადაც მოქალაქეთა მოსაზრებებს მოისმენენ, საკითხებს ერთად განიხილავენ და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძიებაზე იმუშავებენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელობასა და პოტენციალს.

როგორც პარტიის წევრებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა თავისი ისტორიით, მრავალეთნიკურობითა და უნიკალური საკურორტო ზონებით, რაც ქმნის მნიშვნელოვან ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს.

“საუკუნეების განმავლობაში რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან.

ამ ტრადიციების შენარჩუნებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას სჭირდება მშვიდობა ქვეყანაში, სტაბილური პოლიტიკური გარემო, ინვესტიციები, სწორი ეკონომიკური და აგრარული პოლიტიკა, ხოლო ამის შესაძლებლობას ქმნის ნეიტრალიტეტი.”

“გვინდა, მოქალაქეებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ნეიტრალიტეტის იდეას ჰქონდეს საპარლამენტო ლეგიტიმაცია და უკვეა მ ლეგიტიმაციით ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის!” - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა შეხვედრაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარტია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • პარტია "გირჩი" სახელს იცვლისრუსთავი 2
  • ეგზიტპოლი: გერმანიის რეგიონის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD იმარჯვებსტვ პირველი
პარტია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი