მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს
„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს

„ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები“ - გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს ლინდსი გრემის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ნათქვამ სიტყვებს

იმედი|imedinews.ge

სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც გასულ შაბათს მოულოდნელად გარდაიცვალა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირები საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების ამბიციური გეგმისთვის ნიადაგის მომზადებას დაუთმო, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

გრემი საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობათა ნორმალიზებას ახლო აღმოსავლეთში ომისშემდგომი მოწესრიგების მთავარ მონაპოვრად მიიჩნევდა - ისეთად, რომელსაც შეეძლო რეგიონის სახე ფუნდამენტურად შეეცვალა.

გრემის გეგმა ისრაელის ოქტომბრის არჩევნებისა და აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ინტენსიური დიპლომატიური კამპანიის დაწყებას ითვალისწინებდა. მიზანი იანვარში ახალი კონგრესის ფიცის დადებამდე შეთანხმების მიღწევა იყო.

„ბოლო კვირების განმავლობაში გრემმა მითხრა, რომ ინიციატივა უკვე განიხილა ტრამპთან, ისევე როგორც ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან, და რომ მათ შეათანხმეს მოქმედებების კოორდინირებულად გაგრძელება“, - წერს AXIOS-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი.

შაბათს ღამით, სატელეფონო საუბრისას, გრემმა ტრამპს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში თავისი ბოლო ვიზიტისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის შესახებ, რომლის კენჭისყრაც სენატში უახლოეს პერიოდში სურდა.

ტრამპმა გრემს აცნობა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე მორიგი თავდასხმის შემდეგ, ირანზე ახალი საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად ემზადებოდა.

პირმა, რომელიც გრემს მალევე ესაუბრა, აღნიშნა, რომ სენატორი თავს შეუძლოდ გრძნობდა. როდესაც მან გრემს დაჟინებით ურჩია, დაუყოვნებლივ მიემართა ექიმისთვის, სენატორმა უპასუხა, რომ ამას კვირა დილით, NBC-ის გადაცემა Meet the Press-ში დაგეგმილი გამოსვლის შემდეგ გააკეთებდა.

შემდეგ გრემმა ხუმრობით დასძინა: „ახლა სიკვდილის დრო არ არის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებია მისაღები, ირანის საკითხი - მოსაგვარებელი, ხოლო ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები - დასალაგებელი“.

რამდენიმე საათში ის გარდაიცვალა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი